logo_s_n
2017-01-30
ნანახია 2780-ჯერ
ამერიკელი ფსიქოლოგების შეფასებით, ტრამპი მენტალურად ავად არის
image

ტრამპი საკუთარი ტემპერამენტიდან გამომდინარე პრეზიდენტობისთვის შეუფერებლია - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა. დღეს კი ეს საკითხი უკვე ფსიქოლოგების განხილვის საგანია.

 

 

ვრცელ სტატიას ამ თემას გამოცემა Independent-ი უძღვნის. ბრიტანული ვებპორტალი წერს, რომ ამ დრომდე ფსიქოლოგებს არ ჰქონდათ უფლება, საჯარო პირების ქცევები შეეფასებინათ, თუმცა უკვე ამოქმედდა ახალი წესი, რაც მედიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, ტრამპის შესახებ ღია განცხადებები გააკეთონ. ფსიქოლოგები აშშ-ის პრეზიდენტის მდგომარეობას აფასებენ და ამბობენ, რომ ტრამპი მენტალურად ავად არის და მისი ტემპერამენტიდან გამომდინარე პრეზიდენტის პოსტისთვის შეუფერებელია. მსგავსი განცხადებით ფსიქიატრიის სამმა წამყვანმა პროფესორმა ბარაკ ობამას წერილით დეკემბერშიც მიმართა. მათ შეშფოთება ტრამპის მენტალური მდგომარეობის გამო ღიად გამოხატეს.

პრომო ბანერი
image