არსებობს ერთი შეხედვით დაუკავშირებელი სიტყვები. “...გზა შარშანდელი, თუმც არა როგორც შარშანწინდელი!“ აქვს ასეთი ლექსი გალაკტიონს - “რუსთაველი პარიზში“. რა უნდოდა რუსთაველს პარიზში ?! სად შოთა და სად პარიზი, მაგრამ რას გაიგებ, როცა ერთი გენიოსი მეორე გენიოსზე წერს, - გავიფიქრე.
...
რა საინტერესო სიტყვაა - გაიძვერა. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში თუ ჩაიხედავთ, ამ სიტყვის გასწვრივ წერია: “ვინც საქმეს გაძრომ-გამოძრომით აკეთებს, - ცბიერი, გაქნილი“.
...