logo_s_n
2017-01-30
ნანახია 2285-ჯერ
დავით უსუფაშვილი თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციას ეხმაურება
image

“შეიარაღებულ ძალებში გვქონდა ვითარება გადმობრუნებული პირამიდის მსგავსი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უწყებაში ოპტიმიზაცი საჭირო იყო.

 

“შეიარაღებულ ძალებში გვქონდა ვითარება გადმობრუნებული პირამიდის მსგავსი. ყველამ კარგად იცის, რომ ჯარი არის ისეთი ორგანიზაცია, სადაც პოლკოვნიკების რაოდენობა არ შეიძლება აჭარბებდეს კაპიტნების რაოდენობას. ბევრია რიგითი, მერე სერჟანტი, შემდეგ სხვა და გენერალია ცოტა. ჯარში გვქონდა ვითარება, როცა ეს შედარებები იყო წარმოუდგენელი. რამ გამოიწვია და საიდან მოვიდა, ეს ცალკე თემებია. არც სახელმწიფო საიდუმლოებაა, ყველასთვის ცნობილია და მეც ვიცი, რომ საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტროდან  2 250 თანამშრომელი გათავისუფლდა.

პრომო ბანერი
image